Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მატარებლის ავარია „აფეთქებამ“ გამოიწვია


რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პარასკევს მომხდარი სამგზავრო მატარებლის ავარია - რომელსაც სულ მცირე 26 ადამიანი შეეწირა და ასამდე დაშავდა - აფეთქების შედეგი იყო. ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ექსპერტებმა ავარიის ადგილას ბომბის ნაწილებს მიაგნეს და შესაბამისად, გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო: „კრიმინალის ექსპერტები წინასწარი მონაცემებით აცხადებენ, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელსაც 7 კილოგრამი ტროტილის სიმძლავრე ჰქონდა“ - განაცხადა ბორტნიკოვმა. მატარებელი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიდიოდა, რელსებიდან პარასკევს საღამოს, ნოვგოროდისა და ტვერის ოლქების საზღვართან გადავიდა.რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შაბათს, ავარიის ადგილას სამუშაოების მიმდინარეობისას ნაწილობრივ აფეთქდა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
XS
SM
MD
LG