Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: შეიძლება „საგრძნობლად“ შევამციროთ გაეროსთან თანამშრომლობა


ირანის პარლამენტის სპიკერი, ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ თეირანმა შესაძლოა გაეროს ატომურ უწყებასთან თანამშრობლობის ხარისხი „მნიშვნელოვნად“ შეამციროს მას შემდეგ, რაც სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ირანს, ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტის ამუშავების გამო. პარლამენტში გამოსვლისას ლარიჯანიმ განაცხადა, რომ თუ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ზეწოლა გაგრძელდება, ირანმა შესაძლოა გადახედოს გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრობლობის ინტენსივობას. ამ თანამშრობლობის ხარისხის შემცირება „მნიშვნელოვანი“ იქნებაო, თქვა ლარიჯანიმ.
XS
SM
MD
LG