Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგი ცხინვალში შეხვედრებს სავარაუდოდ ხვალ გამართავს


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი დილიდან შიდა ქართლში იმყოფებოდა. ოსურ მხარესთან შეხვედრის მიზნით, ის ერგნეთში გაემგზავრა. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ ერგნეთის საგუშაგოსთან მას დე-ფაქტო ხელისუფლების ომბუდსმენი დავით სანაკოევი შეხვდა. შემდეგ თომას ჰამარბერგმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში არ შეუშვეს. მისი თქმით, დღეს მას ცხინვალში შესვლა არ უცდია და ამ ქალაქს მოგვიანებით ეწვევა. ჰამარბერგის განცხადებით, ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ჯერჯერობით შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ის მუშაობას ამ შედეგის მიღწევამდე გააგრძელებს. მოგვიანებით დეფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰამარბერგი ცხინვალს ხვალ ეწვევა. ერგნეთიდან ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გორში გაემგზავრა და შიდა ქართლის მხარის გუბერნატორ ვლადიმერ ვარძელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გუბერნატორმა ჰამარბერგს მოზარდების გათავისუფლების საქმეში მეტი აქტიურობა სთხოვა და ცხინვალის ციხეში დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც დააყენა.
XS
SM
MD
LG