Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ურანის გასამდიდრებელი 10 ობიექტის აშენებას გეგმავს


ირანის მთავრობამ განაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რომელიც ურანის გასამდიდრებელი 10 ობიექტის აშენებას ითვალისწინებს. სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის თანახმად, მუშაობა ორი თვის განმავლობაში დაიწყება. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადიბეჟადმა მინისტრთა კაბინეტს უთხრა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირანმა 2020 წლისთვის 20,000 მეგავატი ბირთვული ენერგია უნდა გამოუმუშავოს. ეს გარემოება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ირანის ურთიერთობას დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც ეჭვობენ, რომ ირანს ატომური ბომბის აგება სურს. თეირანი ბრალდებას უარყოფს. დღეს უფრო ადრე ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ თეირანმა შესაძლოა გაეროს ატომურ უწყებასთან თანამშრობლობის ხარისხი „მნიშვნელოვნად“ შეამციროს მას შემდეგ, რაც სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ირანს, ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიექტის ამუშავების გამო. შეერთებული შტატები ირანის მთავრობას აფრთხილებს არ მოიყვანოს სისრულეში თავისი გეგმა ურანის გასამდიდრებელი ახალი ობიქეტების აგების თაობაზე და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნება.
XS
SM
MD
LG