Accessibility links

logo-print

რუსეთმა დასავლელ ლიდერებს „უსაფრთხოების პაქტის“ პროექტი გაუგზავნა


რუსეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დასავლელ ლიდერებს გაუგზავნა პროექტი წინადადებისა, რომელიც ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს, რუსეთის გლობალური გავლენის ზრდასთან ერთად. ხელშეკრულება ხელის მომწერ ძალებს აუკრძალავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც პაქტში ჩართული რომელიმე სხვა მხარის უსაფრთხოებაზე „მნიშვნელოვან გავლენას“ მოახდენს. პოტენციურად, ეს მუხლი რუსეთს მისცემს საშუალებას გავლენა იქონიოს ნატოს პოლიტიკაზე და შეზღუდოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წინადადება მიზნად ისახავს „ერთიანი, დაუნაწევრებელი სივრცის შექმნას ევრო-ატლანტიკური რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში.“
XS
SM
MD
LG