Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიშის თანახმად, 2001 წელს აშშ-ს ძალებმა ხელიდან გაუშვეს ბინ ლადენის შეპყრობის შანსი


შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2001 წელს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ბინ ლადენის შეპყრობის ან მოკვლის შანსი ჰქონდათ, მათი რაოდენობა უფრო დიდი რომ ყოფილიყო. ანგარიშის თანახმად, ამერიკელმა მეთაურებმა უარი განაცხადეს დამატებითი ნაწილების მივლენაზე ტორა ბორას რეგიონში სწრაფი შეტევის განხორციელების მიზნით. ამის ნაცვლად, ისინი დასჯერდნენ საჰაერო იერიშებს და შეტევისას წინა ფლანგზე ავღანეთის ძალების გასვლას - გასაქცევი ბილიკების ჩაკეტვა კი პაკისტანის სასაზღვრო ძალებს დაევალათ. ანგარიში განსაკუთრებით კრიტიკულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დონალდ რამსფელდის და მისი მთავარი სამხედრო მეთაურის, ამჟამად გადამდგარი გენერლის, ტომი ფრენკსის მიმართ.
XS
SM
MD
LG