Accessibility links

გერმანიაში ივან დემიანიუკის საქმის განხილვა იწყება


მიუნჰენში დღეს იწყება სასამართლო პროცესი ჯონ (ივან) დემიანიუკის საქმეზე. მას ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების მასობრივ ხოცვაში მონაწილეობა. გამოძიების ინფორმაციით, დემიანიუკი (ახლა ის 90 წლის არის) თავის დროზე საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა, შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა ნაცისტებს. ის გადაიბირეს და მუშაობა დაიწყო პოლონეთში, სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკის მცველად. ამ პერიოდში ის 27900 ებრაელის მკვლელობის თანამონაწილედ იქცა. დემიანიუკი ურაყოფს ბრალდებას. იმის გამო, რომ დემიანიუკი თავს სუსტად გრძნობს, სასამართლოს სხდომები დღეში საათნახევარზე მეტ ხანს არ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG