Accessibility links

logo-print

მიუნხენში ჯონ დემიანუკის სასამართლო პროცესი დაიწყო


მიუნხენში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირის, ჯონ დემიანუკის სასამართლო პროცესი. 89 წლის დემიანუკს, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, წაყენებული აქვს ბრალდება, რომ პოლონეთში მდებარე სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში 27 900 ებრაელის განადგურებაში მონაწილეობდა. დემიანუკი მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ არმიაში მსახურობდა, მაგრამ ნაცისტებს ტყვედ ჩაუვარდა. მათვე დაასაქმეს მცველად საკონცენტრაციო ბანაკში. დემიანუკი ყველა ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესის დაწყება ერთი საათით დააგვიანა ხალხმრავლობამ: ჰოლოკოსტის მხსვერპლთა ახლობლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები ცდილობდნენ დარბაზში შეღწევას. გენერალურ პროკურორ ბარბარა შტოკინგეს განცხადებით, პროცესი დღეში ორ 90-წუთიან სხდომას არ უნდა აღემატებოდეს დემიანიუკის სუსტი ჯანმრთელობის გამო. „სასამართლო პროცესისთვის 35 დღეა გამოყოფილი. ამ პროცესს ის პრობლემა უკავშირდება, რომ დღეში მხოლოდ ორჯერ 90-წუთიანი სხდომების ჩატარება შეგვიძლია. უნდა მოივსმინოთ ბევრი მოწმის ჩვენება, შევისწავლოთ მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები. ასე რომ, დღეისთვის უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი მომავალი წლის მაისამდე მაინც გასტანს. ეს დრო საკმარისი იქნება თუ არა, მონგვიანებით დავინახავთ“. დემინაუკი წელს გადასცეს გერმანიას მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა მისი მრავალწლიანი ძალისხმევა შეერთებული შტატებიდან ექსტრადიციის წინააღმდეგ. დემიანუკი შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა.
XS
SM
MD
LG