Accessibility links

logo-print

რუსეთში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად დაღუპულების რიცხვმა 26 მიაღწია


რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, გასული კვირის სარკინიგზო ინციდენტის შედეგად დაღუპულების რიცხვი 26-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად ქალი გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. საავადმყოფოებში რჩება კიდევ ათობით დაშავებული. ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიმავალი მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლა გამოიწვია რკინიგზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა. გამომძიებლების განცხადებით, საქმე ეხება 7-კილოგრამიან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას. დაწყებულია გამოძიება ტერორიზმის მუხლით.
XS
SM
MD
LG