Accessibility links

logo-print

ბაღაფში: ავიარეისები მხოლოდ მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით შესრულდება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, იმის გამო, რომ ავიაციის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთის საჰაერო სივრცეს არ სცნობს, პირველ ეტაპზე ავიარეისები მხოლოდ მოსკოვი-სოხუმის მიმართულებით შესრულდება. სერგეი ბაღაფშმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს აცნობა, რომ აფხაზეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სასაუბროდ ამ კვირაში, სოხუმში რუსეთის ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი და ტრანსპორტის მინისტრი იგორ ლევიტინი ჩავლენ.
XS
SM
MD
LG