Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ერაყი ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაზე თავდასხმას აპირებდა


ჩეხეთის რესპუბლიკის კონტრდაზვერვის სამსახურის განცხადებით, ერაყის ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის რეჟიმი 2000 წელს რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებაზე თავდასხმის მოწყობას აპირებდა. ჩეხეთის კონტრდაზვერვის უწყების დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყის უშიშროების სამსახური გეგმავდა ჩვენი რადიოს პრაღის შტაბ-ბინაზე იერიშს ანტისატანკო RPG-7 ტიპის რაკეტით შენობიდან, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ამავე წყაროს ცნობით, ერაყელმა ჯაშუშებმა დიმპლომატიური სამსახურის ავტომანქანა გამოიყენეს იერიშისთვის განკუთვნილი იარაღის ჩეხეთში შესატანად. ჩეხეთის ხელისუფლებამ 2000 წელს დიპლომატიური პროტესტი გამოთქვა და 6 ერაყელი დიპლომატი გააძევა. ჯერ არ არის ცნობილი, რატომ გაავრცელა ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა ეს ინფორმაცია დღეს. რადიო თავისუფალმა ევროპა-რადიო თავისუფლებამ 1998 წელს დიაწყო ერაყზე მაუწყებლობა.
XS
SM
MD
LG