Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაჯიჩის განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის არა აქვს მისი გასამართლების უფლება


ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის განცხადებით, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს არა აქვს მისი გასამართლების იურიდიული უფლებამოსილება. ამის შესახებ ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც კარაჯიჩი გამოთქვამს შეფასებას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელმაც 1993 წელს დააარსა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის, თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. გასულ თვეში კარაჯიჩმა, რომელსაც ბოსნიაში 90-ანი წლების ომთან დაკავშირებით გენოციდისა და სხვა მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს ბრალდებულისთვის, მისივე თქმით, მოსამზადებლად არასაკმარისი დროის გამოყოფის გამო. ტრიბუნალი იძულებული იყო, კარაჯიჩისთვის ადვოკატი დაენიშნა და მარტამდე გადაედო სასამართლოს შემდეგი სხდომა.
XS
SM
MD
LG