Accessibility links

სილვიო ბერლუსკონი ბელორუსიას ესტუმრა


იტალიის პერმიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დღეს ბელორუსიაში ჩავიდა, რაც დასავლელი ლიდერის, ბოლო 10 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე, პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფონია დასავლეთთან ბელორუსიის ურთიერთობის გარკვეული გაუმჯობესება ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ. აშშ და ევროკავშირი ხშირად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მისგან დემოკრატიული რეფორმებს მოითხოვენ. ბოლოხანს ლუკაშენკა დიპლომატიური იზოლაციის დაძლევას ცდილობს.
XS
SM
MD
LG