Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგმა ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი მოზარდები მოინახულა


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა ცხინვალში ვიზიტი დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან საღამოს მან ცხინვალის ციხეში მოინახულა 4 ქართველი მოზარდი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდებით. ჰამარბერგის განცხადებით, დაკავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი, 14 წლის გიორგი რომელაშვილი გაციებულია და მას წითელი ჯვარი ამარაგებს მედიკამენტებით. ცხინვალში ვიზიტის დროს ჰამარბერგი ედუარდ კოკოითისა და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსპც შეხვდა. მოლაპარაკების მთავარი თემა დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება იყო, მაგრამ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. თომას ჰამარბერგის განცხადებით, ის განაგრძობს მუშაობას, რათა დაკავებულთა გათავისუფლებას მიაღწიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოზარდების სასამართლო პროცესი 2 დეკემბრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG