Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებენ ირანს ურანის გასამდიდრებელი ობიექტების აგების გეგმის გამო


ევროკავშირმა და აშშ-მა გააკრიტიკეს ირანი მისი გადაწყვეტილების გამო, ააგოს ათი ახალი ბირთვული ობიექტი, სადაც ურანის გამდიდრება იწარმოებს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ თქვა, რომ ეს ირანის მცდარი გადაწყვეტილება იყო. აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, სიუზენ რაისმა განაცხადა, რომ თუკი თეირანი გეგმას განახორცილებს, გარდაუვალია ირანის შემდგომი იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
XS
SM
MD
LG