Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ბარაკ ობამას ახალი სტრატეგიის განხორციელება დაიწყო


თეთრის სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განკარგულება უკვე გასცა, რომ განხორციელდეს ავღანეთში მისი ახალი სტრატეგია. ამავე ცნობით, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერებს ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. თეთრი სახლის თანახმად, კვირას გამართა ობამამ გამოუცხადებელი შეხვედრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველ ჯეიმს ჯონსთან, რათა წარედგინა ავღანეთის ახალი სტრატეგიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება. მოელიან, რომ ობამა ხვალ გამოაცხადებს ავღანეთში დამეტებით ათეულათასობით ამერიკელი ჯარისკაცის მივლინების შესახებ.
XS
SM
MD
LG