Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგმა ცხინვალში ვიზიტი დაასრულა


თომას ჰამარბერგი გორში

თომას ჰამარბერგი გორში

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა დაასრულა თავისი სტუმრობა ცხინვალში. რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ცნობით, გვიან საღამოს ჰამერბერგმა ცხინვალის ციხეში მოინახულა ოთხი ქართველი მოზარდი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4 ნოემბერს დააკავეს ე.წ. "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდებით.

ერგნეთში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში, თომას ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ დაკავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი, 14 წლის გიორგი რომელაშვილი გაციებულია და მას "წითელი ჯვარი" ამარაგებს მედიკამენტებით. ცხინვალში ვიზიტის დროს ჰამარბერგი შეხვდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითისა და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც. მოლაპარაკების მთავარი თემა დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება იყო, მაგრამ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, ის განაგრძობს მუშაობას, რათა დაკავებულთა გათავისუფლებას მიაღწიოს. ზოგიერთი ცნობის, ქართველი მოზარდების სასამართლო პროცესი 2 დეკემბრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG