Accessibility links

logo-print

ლისაბონის შეთანხმება ძალაში დღეს შედის


ევროპის კავშირის რეფორმის ლისაბონის შეთანხმება, რომლის მიზანიცაა ბლოკისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, უფრო ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მირების უფრო მარტივი სისტემა, ძალაში დღეს შედის. ჩეხეთის რესპუბლიკა გახდა 27 წევრი ქვეყნიდან ბოლო, რომელმაც ნოემბერში შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით შეიქმნა ევროკავშირის ლიდერთა საბჭოს პრეზიდენტის პოსტი. ევროკავშირის ლიდერებმა ევროკავშირის პრეზიდენტად აირჩიეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჰერმან ფან რუმპე, ხოლო ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერად - ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, კეტრინ ეშტონი.

XS
SM
MD
LG