Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული რამაზ მაქასარაშვილი გაათავისუფლეს


საჩხერის რაიონის ოკუპირებულ სოფელ პერევში რუსი სამხედროების მიერ კვირას დაკავებული რამაზ მაქასარაშვილი დღეს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაქასარაშვილი ქართულ მხარეს სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებმა გადასცეს. რამაზ მაქასარაშვილის გათავისუფლების ფაქტი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამაც დაადასტურა. დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს გაუგზავნა რამდენიმე საპროტესტო ნოტა, მათ შორის ოკუპირებულ პერევში მოქალაქის დაკავების გამო. სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო ნოტები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნოემბრის განმავლობაში ჩადენილ ყველა უკანონო მოქმედებას და ასევე, მოსკოვის მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის ედუარდ ღურწკაიას მკვლელობას შეეხება.
XS
SM
MD
LG