Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსახლეობა სოციალური პაკეტის გაზრდას ითხოვს


სიღნაღი
სიღნაღი
2010 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კახეთის ყველა რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, ხალხის აზრის გათვალისწინების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონში, როგორც გამგებელი გია გოზალიშვილი აცხადებს, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ბიუჯეტში პრიორიტეტი გზების და ხიდების მშნებლობა იქნება.

სასმელი წყალი და გზები პრიორიტეტად რჩება დედოფლისწყაროს 2010 წლის რაიონულ ბიუჯეტში. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, მართალია, ამ კუთხით გასულ წელსაც საკმაოდ სოლიდური თანხები გაიხარჯა, მაგრამ რაიონის მთელ ტერიტორიაზე პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარება კვლავაც საჭიროა. Gგამგებლის, Lლევან ბაღაშვილის, განცხადებით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სოფლებში დგას.

მოსახლეობა ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის გაზრდას ითხოვს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კახეთის რეგიონალურ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები ეფექტური იმ Aშემთხვევაში იქნება, თუ პრიორიტეტების განსაზღვრის დროს საზოგადოების ინტერესებს გაითვალისწინებენ. იქნება თუ არა ეს ასე, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება - სწორედ ამ დროისთვის მოეწყობა კახეთის თითქმის ყველა რაიონში ბიუჯეტების საჯარო განხილვა და ბიუჯეტის პროექტებიც საბოლოო სახეს მიიღებს.
XS
SM
MD
LG