Accessibility links

logo-print

ატომურ სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


დღეს მუშაობას შეუდგა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ახალი თავმჯდომარე. იაპონელმა დიპლომატმა იუკია ამანომ თანამდებობაზე შეცვალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მოჰამად ელ ბარადეი, რომელიც 12 წელი იყო ამ პოსტზე. 62 წლის ამანოს პროფილია ბირთვული მრავალმხრივი განიარაღება და გაუვრცელებლობა. ამ სფეროში ის იაპონიის საგარეო უწყებაში მუშაობდა. მისი არჩევა დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით მოხდა გაჭიანურებულ კენჭისყრაში, რომელმაც აჩვენა, რომ სააგენტოს სამრეწველო თვალსაზრისით განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის აზრთა სხადასხვაობა.
XS
SM
MD
LG