Accessibility links

logo-print

ჩინეთი ირანის მიმართ სანქციების მომხრე არაა


ჩინეთი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს მოლაპარაკება ირანის ბირთვული კრიზისის გარშემო, რაც მოჰყვა თეირანის მიერ გეგმის გამოცხადებას, რომ ურანის გამამდიდრებელი ათი ახალი საწარმოს აგებას აპირებს. პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვინ განგმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: „მიზანი ისაა, რომ არ დაწესდეს სანქციები. უნდა ვესწრაფვოთ მიზანს, ამჟამინდელ ვითარებაში, საკითხი მოვაგვაროთ დიალოგით და მოლაპარაკებით“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტიროს წარმომადგენელმა, განაცხადა დღეს, რომ ირანი უსაყვედურებს ჩინეთს და რუსეთს, რადგან გასულ კვირაში. ისინი მიემხრნენ გაეროს რეზოლუციას, რომელიც თეირანს ყუმში ფარულად ატომური საწარმოს აგებისთვის ჰკიცხავს. ადრე, რუსეთი და ჩინეთი ირანის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესებას ბირთვულ სფეროში ეწინააღმდეგებოდნენ. ირანმა დღესვე გამოაცხადა, რომ მისი გეგმის შესახებ დასავლეთის რეაქცა გადაჭარბებული იყო.
XS
SM
MD
LG