Accessibility links

logo-print

ნატო-რუსეთის საბჭოს პარასკევისთვის დაგეგმილი სხდომა შესაძლოა, გაუქმდეს


ნატოში რუსეთის დელეგაციის განცხადებით, ალიანსსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკება, რომელიც ამ კვირაში, პარასკევისთვის არის დანიშნული, შესაძლოა გაუქმდეს. რუსეთის მისიის განცხადებით, რუსეთისh და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განცხადებაში დეტალები არ არის მოყვანილი. პარასკევისთვის დადგემგილი მოლაპარაკება რუსეთისა და ალიანსის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.
XS
SM
MD
LG