Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ამჟამად არ აპირებს ავღანეთში თავისი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას


გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს ავღანეთში მეტი ჯარისკაცის გაგზავნას. მერკელის თქმით, გერმანია დაელოდება ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს, ვიდრე მიიღებდეს გადაწყვეტილებას ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხზე. კონფერენცია მომავალ თვეში, ლონდონში ჩატარდება. ამჟამად ავღანეთში 4000-მდე გერმანელი ჯარისკაცია განთავსებული.
XS
SM
MD
LG