Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი ობამას განცხადებას ეხმაურება


ნატოს გენერალური მდივანი მოელის, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადების შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები დამატებით სულ ცოტა 5000 ჯარისკაცს გაგზავნიან ავღანეთში. რასმუსენის განცხადებით, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში დღეს 43 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ და ის მოელის, რომ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ”მნიშვნელოვნად გაზრდიან” სამხედროების რაოდენობას. დღეს ავღანეთში დაახლოებით 110 ათასი უცხოელი სამხედრო იმყოფება, რომელთაგან თითქმის 70 ათასი - ამერიკელია.
XS
SM
MD
LG