Accessibility links

logo-print

ობამამ ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა


აშშ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ავღანეთში თალიბანისა და ალ-ყაიდის მეომრებთან საბრძოლველად დამატებით 30 ათასი ამერიკელი სამხედროს გაგზავნა გადაწყვიტა. დამატებითი ძალების ჩაყვანა სულ მალე დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამით ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა ავღანეთში თითქმის ასი ათასს მიაღწევს. სამშაბათს საღამოს ვესტ პოინტში სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას ობამამ აგრეთვე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ეცდებიან რაც შეიძლება მალე დატოვონ ავღანეთი. ეს, სავარაუდოდ 2011 წლის ივლისი, ან წელიწადნახევარი მას შემდეგ, რაც ავღანეთის ძალები აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ობამას არ დაუსახელებია ავღანეთში მისიის დასრულების ზუსტი თარიღი. ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთში ვითარება კიდეც გაუარესდა, რადგან თალიბანი დღეს თავისუფლად გრძნობს თავს პაკისტანის საზღვრის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. ”ეს საერთაშორისო ოპერაციაა და მე ვთხოვე ჩვენს მოკავშირეებს შემოუერთდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. ზოგიერთმა უკვე გაგზავნა დამატებითი ჯარები და გვჯერა, რომ მომავალ დღეებსა და კვირებში ეს კიდევ მოხდება. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, სისხლს ღვრიდნენ და იღუპებოდნენ ავღანეთში. ახლა უნდა დავდგეთ ერთად, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ომი. ახლა სასწორზე დევს არა მხოლოდ ნატოს სანდოობა, არამედ - ჩვენი მოკავშირეებისა და ზოგადად - მსოფლიოს უსაფრთხოება”, - აცხადებს აშშ პრეზიდენტი. ბარაკ ობამას შეფასებით, ავღანეთში არადმგრადი ვითარებაა.
XS
SM
MD
LG