Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ”ფეხსაცმლის მსროლელი” თავად იქცა სამიზნედ


ერაყელი ჟურნალისტი, რომელიც თავის დროზე აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლის გამო დააპატიმრეს, თავად აღმოჩნდა სხვისი ფეხსაცმლის სამიზნე. მუნთაზერ ალ-ზაიდი პარიზში პრეს-კონფერენციაზე ერაყის ომის მსხვერპლზე საუბრობდა, როცა დამსწრე ერთ-ერთმა ერაყელმა მას ფეხსაცმელი ესროლა. ალ-ზაიდიმ აიცდინა ფეხსაცმელი და მოგვიანებით თქვა, რომ მას ”ტექნიკა” მოპარეს. საფრანგეთის მედიის ცნობით, ფეხსაცმლის მსროლელი ერაყელი ჟურნალისტი იყო, რომელიც აშშ პოლიტიკის მხარდამჭერია და ალ-ზაიდის ერაყის დიქტატურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ალ-ზაიდი ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლის გამო ერაყის ციხეში 9 თვე იჯდა. ის სექტემბერში გათავისუფლდა.
XS
SM
MD
LG