Accessibility links

logo-print

ირანმა ბრიტანელი იახსტმენები გაათავისუფლა


ვრცელდება ცნობა, რომ ირანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 5 ბრიტანელი იახტსმენი. ისინი გასულ კვირაში სპარსეთის ყურეში ირანის წყლებში გადასვლის გამო დააკავეს. მათი გათავისუფლება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის სატელეფონო საუბარს მოჰყვა. მილიბენდმა მოტაკის დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლება სთხოვა. ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, იახსტსმენები ირანის წყლებში შეცდომის გამო მოხვდნენ. ისინი ბაჰრეინიდან დუბაისკენ მიცურავდნენ.
XS
SM
MD
LG