Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცისტების დახმარებაში ეჭვმიტანილ ჯონ დემიანუკის ავადმყოფობის გამო, სასამართლოს სხდომა გადაიდო


მიუნხენში სასამართლომ გადადო ჯონ დემიანუკის საქმის დღევანდელი მოსმენა იმის გამო, რომ დემიანუკი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა განადგურებაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული, ავად გახდა. მოსამართლის განცხადებით, ექიმს მიზანშეწონილად არ მიაჩნია 89 წლის დემიანუკის სასამართლოში გამოცხადება მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც მას გაესინჯა. სასამართლო პროცესი 21 დეკემბერს გაგრძელდება. წარმოშობით ეთნიკური ჯონ დემიანუკის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყო გერმანიის ქალაქ მიუნხენში, მეორე მსოფლიო ომის დროს სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში 27000-ზე მეტი ებრაელის დახოცვაში მონაწილეობის ბრალდების საფუძველზე. დემიანუკი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ არასწორი იდენტიფიცირების მსხვერპლია. ის წელს გადასცეს გერმანიას შეერთებული შტატებიდან, სადაც დემიანუკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდა.
XS
SM
MD
LG