Accessibility links

logo-print

აშშ-ის მოკავშირეები მიესალმებიან გადაწყვეტილებას ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე


შეერთებული შტატების მოკავშირეები დადებითად აფასებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას ავღანეთში დამატებით 30 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსის წევრები და მათი მოკავშირეები მზად არიან, სულ ცოტა, 5000 სამხედრო მოსამსახურით გააძლიერონ მისია. ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, რომელმაც უკვე დადო პირობა, რომ 500 კაცს დამატებით გააგზავნის ავღანეთში, მოკავშირეებს მოუწოდებს, ერთსულოვნად მიემხრონ ობამას სტრატეგიას. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საფრანგეთი მოიცდის ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციამდე, რომელიც იანვრის ბოლოს ლონდონში უნდა გაიმართოს, და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG