Accessibility links

logo-print

რუსეთში რკინიგზაზე აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა ისლამისტმა ექსტრემისტებმა იკისრეს


ჩრდილოკავკასიელი ისლამისტი ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მათი დამონტაჟებული იყო ბომბი, რომელმაც რუსეთში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლა გამოიწვია. შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, დაიჭრა 100-ზე მეტი. განცხადება აფეთქებაზე პასუხისმგებლობის შესახებ გამოქვეყნებულია ინტერნეტსაიტზე, რომელსაც ჩეჩენ მეამბოხეებთან დაკავშირებულ წყაროდ ითვლება. დამოუკიდებელი წყაროები ამ ცნობას ვერ ამოწმებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია დოკუ უმაროვის განკარგულებით მომზადდა და განხორციელდა. უმაროვი „ კავკასიის ემირატის“ თვითგამოცხადებული ლიდერია.
XS
SM
MD
LG