Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს დილით დაიწყო


ცხინვალში ოთხი ქართველი მოზარდის სასამართლო პროცესი დღეს დილით დაიწყო. დაესწრო თუ არა ქართველი მოზარდების სასამართლო პროცესს ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი, ჯერ ცნობილი არ არის. იგი დილით ჩავიდა ცხინვალში. ერგნეთის საგუშაგოსთან ამ დრომდე დგანან გატაცებული ქართველი მოზარდების მშობლები და ახლობლები. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან და იმედი აქვთ, რომ მოზარდებს გაათავისუფლებენ. გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მცხოვრები ოთხი არასრულწლოვანი გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს. ბავშვები 29-ე დღეა ტყვეობაში არიან.
XS
SM
MD
LG