Accessibility links

logo-print

”ნევსკი ექსპრესი”-ს აფეთქება კავკასიელმა მოჯაჰედებმა აღიარეს


ინტერნეტ-გვერდმა კავკაზ-ცენტრმა გაავრცელა კავკასიელ მოჯაჰედთა განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის რკინიგზაზე სამგზავრო მატარებელი ”ნევსკი ექსპრესი” სწორედ მათ ააფეთქეს. შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. კავკაზ-ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების ავტორები ირწმუნებიან, რომ სპეციალურმა დივერსიულმა ჯგუფმა დოკუ უმაროვის ბრძანებით იმოქმედა. ამ ინფორმაციის კომენტარზე სააგენტო ინტერფაქსს რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. ამასთან, მათ დაადასტურეს, რომ იძებნება 4 კავკასიელი, რომლებიც რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG