Accessibility links

logo-print

თბილისი მიესალმა საბერძნეთის პოზიციას საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენაზე


ოფიციალური თბილისი მიესალმა საბერძნეთის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ეუთოს მისია უნდა აღდგეს. მისიის აუცილებლობაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს ათენში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ათენიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ხვალ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
XS
SM
MD
LG