Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ტირძნისელი მოზარდი საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა


ტირძნისელი მოსწავლეები, ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი, რომლებიც ცხინვალის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. მათთან ერთად დაკავებულ დანარჩენ ორ მოზარდს, ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს კი ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ცხინვალში იმყოფებოდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, რომელმაც ორი გათავისუფლებული მოსწავლე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა. ჰამარბერგის განცხადებით, მას ცხინვალში დაჰპირდნენ, რომ დანარჩენ ორ მოზარდს 10 დღეში გაათავისუფლებენ. დღეს უფრო ადრე ქართულმა მხარემ აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებული ოსი ეროვნების 5 მოქალაქე გაათავისუფლა. ყოფილი მძევლები ცხინვალში ჰამარბერგმა ჩაიყვანა.
XS
SM
MD
LG