Accessibility links

logo-print

რობერტ გეიტსის განცხადებით, ავღანეთში 2-3 კვირაში დაიწყებენ ჩასვლას დამატებითი შენაერთები


აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის თქმით, ავღანეთში 2-3 კვირაში დაიწყებენ ჩასვლას პირველი ჯგუფები იმ 30 000 ჯარისკაციდან, რომლებსაც, პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, დამატებით გააგზავნიან ავღანეთში. გეიტსმა ვაშინგტონში, სენატის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელების დამატებითი შენაერთები სამხრეთ და აღმოსავლეთ ავღანეთში განთავსდებიან. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს სთხოვა ავღანეთის სამხედრო მისიისთვის 5000-დან 7000-მდე ჯარისკაცის დამატება და ავღანეთის უშიშროების ძალების გაწვრთნაში დახმარების გაწევა. გეიტსის შეფასებით, მნიშვნელოვანი და მიღწევადია მიზანი, რომ 2011 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდეს უშიშროებაზე პასუხისმგებლობის ავღანეთის ჯარებისთვის გადაბარება.
XS
SM
MD
LG