Accessibility links

logo-print

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას გავაგრძელებთ


საქართველოს მონაწილეობა მისიაში მოკავშირეების მიერ დადებითადაა შეფასებული. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. ”ჩვენი სტრატეგია უცვლელია, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს” - ნათქვამია განცხადებაში. ნიკოლოზ ვაშაკიძე ამატებს, რომ საქართველოს ასეული საფრანგეთის მეთაურობით უკვე გაემგზავრა ავღანეთში, მომავალ წლის გაზაფხულისთვის კი ამერიკული მეთაურობის ქვეშ იქ უკვე ბატალიონი გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG