Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასის კონგრესმა ზელაიას დაბრუნებაზე უარი განუცხადა


ჰონდურასის განდევნილი პრეზიდენტი მანუელ ზელაია თანამდებობაზე ვერ დაბრუნდება. აშშ-ის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად, რომელიც განდევნილი პრეზიდენტის და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერებს შორის შედგა, კონგრესს უნდა გადაეწყვიტა, აღდგებოდა თუ არა ზელაია პრეზიდენტის თანამდებობაზე იანვრამდე, პრეზიდენტობის ვადის ოფიციალურად ამოწურვამდე. კონგრესმა 111 ხმით 14-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ მას ამის უფლება არ მისცეს.

ზელაია ჰონდურასიდან სამხედრო გადატრიალების შედეგედ გააძევეს, რომელიც მოჰყვა ზელაიას მცდელობას, ჩაეტარებინა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

XS
SM
MD
LG