Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო აფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


სოფელ პირველ ოტობაიაში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ბესლან ბუთბას წარმომადგენლები დღეს სკოლაში მივიდნენ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წინასაარჩევნოდ რუსულ ენაზე დაბეჭდილი პარტიის პროგრამა, სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთი ”ეხო აბხაზიი” დაურიგეს. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ბესლან ბუთბა გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს პენსიების მომატებას, აფხაზეთში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ახალი აფხაზური პასპორტების გამოცემას ჰპირდება. რადიო თავისუფლების რესპონდენტის აქვე იხსენებს, რომ ბესლან ბუთბას წარმომადგენლების მისვლამდე სკოლას სოფელ ჭუბურხინჯის გამგებელი ზაურ არშბა ესტუმრა და სოფელ პირველი ოტობაისა გამგებელი იკითხა. თუმცა, ვერ აკონკრეტებს რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ორ შეხვედრას შორის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სოფელ პირველი ოტობაიას მკვიდრმა თქვა, რომ წინასაარჩევნოდ სოფლის გამგეობა საავადმყოფოშია განთავსებული და საარჩევნო შტაბიც იქ იმუშავებს.
XS
SM
MD
LG