Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ფორმა შეიძლება შეიცვალოს


საქართველოს ხელისუფლება მზად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეტი დამოუკიდებლობის მიზნით, მისი დაფინანსების ფორმა შეცვალოს, - განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, არსებობს სახალხო დამცველის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსების გარანტირებული წყარო ჰქონდეს და ამ მხრივ, ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ იყოს. ბაქრაძემ შესაბამისი ინიციატივის მომზადება და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ინიცირება საპარლამენტო კომიტეტებს დაავალა.
XS
SM
MD
LG