Accessibility links

logo-print

დე ფაქტო აფხაზეთი ეკვადორს აღიარებას სთხოვს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ეკვადორს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა სთხოვა. თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ, რომელიც ეკვადორში იმყოფება, სააგენტო იტარ-ტასს აცნობა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართვის გარდა, აფხაზეთის ისტორიისა და საქართველოსთან კონფლიქტის ამსახველი მასალები გადასცა. ღვინჯიას განცხადებით, ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ეკვადორის მთავრობა ამ მასალების შესწავლის შემდეგ გამოხატავს. ოქტომბრის ბოლოს, მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ ეკვადორი მზად არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თხოვნის შემთხვევაში, მათი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე იმსჯელოს.
XS
SM
MD
LG