Accessibility links

logo-print

ნატო რუსეთს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს


ნატოს სახელით განცხადება დანიის დელეგაციამ გაავრცელა ათენში, სადაც ოთხშაბათს ეუთოს სახლემწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა დასრულდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში რუსეთის მოქმედებამ კითხვის ნიშნები წარმოშვა რუსეთის ერთგულებისადმი ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, რომელსაც ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება ეფუძნება. თავად ეს პრინციპები კი - ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმების საფუძველია. ნატოს სახელმწიფოებმა რუსეთს მოუწოდეს, 2007 წლიდან ცალმხრივად შეჩერებულ ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს და ამ ფორმატით საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ არსებული ვალდებულებები შეასრულოს.
XS
SM
MD
LG