Accessibility links

logo-print

გაზაფხულზე ავღანეთში ქართული ბატალიონი გაემგზავრება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის შესახებ. ”საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, მხარში უდგას აშშ-ს, მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ავღანეთში ნოემბრიდან იმყოფება ქართველ სამხედროთა ასეული, მომავალი წლის გაზაფხულზე კი - იქ ბატალიონი გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG