Accessibility links

logo-print

ორი პატიმარი მისჯილი დროის ნაწილს ეკლესია-მონასტრებში გაატარებს


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შუამდგომლობით ორი პატიმარი სასჯელის მოუხდელ ნაწილს ეკლესია-მონასტრებში გაატარებს. პატიმრებისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხდება. მემორანდუმის თანახმად, ეკლესია ვალდებულებას იღებს, მსჯავრდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ მონასტრებსა და საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში დაასაქმოს.
XS
SM
MD
LG