Accessibility links

logo-print

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის გაფართოებაზე და ავღანეთში მისიის გარშემო მსჯელობენ


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში დაიწყეს შეხვედრა, რომელზეც ბოსნია-ჰერეგოვინის, ჩერნოგორიის, ასევე საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეთავაზებაზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს ავღანეთში ალიანსის მისიის თემა. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობს. ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა ბრიუსელში, ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს ჯარის მონაწილეობის მომავალზე: "მათ მოჰყვება 900-ზე მეტი სამხედრო, რომლებიც იმსახურებენ აშშ-ის ჯართან ჰელმანდის პროვინციაში. და მე ვიტყოდი, ეს არ იქნება დასასრული. ჩვენ შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეიძლება უფრო ფართოდ ჩავერთოთ ოპერაციაში“.
ნატოს წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს წევრები და მოკავშირეები, სულ დამატებით 5000 სამხედროს მიავლენენ ავღანეთში. მისივე ცნობით, 20-მდე ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა ავღანეთში დამატებითი ჯარის გაგზავნისთვის. ამ ქვეყანაში ნატოს 83 500 სამცედრო მსახურობს.
დიპლომატებს თანახმად, ჩერნოგორია ალბათ მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას დღეს, რაც მას საშუალებას მისცემს სრულ წევრობას მიაღწიოს. ნატოს ზოგიერთი წევრი საქართველოს უკრაინის ალიანსში შესვლის წინააღმდეგი არიან. ბოსნია, ასევე მიიჩნევა ზედმეტად არასტაბილურად იმისთვის, რომ მას შესაძლებელი წევრობა შესთავაზონ. მინისტრები ხვალ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობაში ჩაერთვებიან.
XS
SM
MD
LG