Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერს ტერორისტული თავდასხმების მომწყობების მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარება სურს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მანვე თქვა, უფრო მკაცრი ზომების გატარებაა საჭირო მათ მიმართ, ვინც პასუხიმგებელია წინა კვირაში მოწყობილი ტერაქტებზე, როცა მატარებლის 26 მგზავრი დაიხოცა. პუტინმა, თავის ამ კითხვა-პასუხის მერვე სესიისას თქვა, რომ მატარებელზე თავდასხმა გვიჩვენებს, რუსეთში ტერორიზმის საფრთხე კვლავ დიდი რჩებაო. პრემიერის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება გამწვევაა, მაგრამ მას ომს მაინც ვერ უწოდებ. პუტინმა ასევე გამოაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე უარესმა ეტაპი რუსეთმა გადალახა. პუტინი სატელეფონო შეკითხვების სესიებს 2000 წლიდან აწყობს.
XS
SM
MD
LG