Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგი ქართულ და ოსურ მხარეებს დაკავებულთა გაცვლას სთავაზობს


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ქართულ და ოსურ მხარეებს "უკანონოდ დაკავებულთა გაცვლას" სთავაზობს. ამის შესახებ ჰამარბერგმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ჰამარბერგის თქმით, მას უკვე აქვს სიები, რომლებიც მხარეებმა მიაწოდეს და ამ სიებში შეყვანილი არიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა გაათავისუფლონ. თომას ჰამარბერგმა ამ სიაში შესული ადამიანების დასახელებისგან დღეს თავი შეიკავა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმის პირველი პირებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხინვალში დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი – ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ათი დღის შემდეგ თავისუფალი იქნებიან. „ვიმედოვნებ, ისინი სიტყვას შეასრულებენ და ეს უსიამოვნო ამბავი ამით ამოიწურება“, – განაცხადა თომას ჰამარბერგმა და დასძინა, რომ მისი მოწოდება უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ, ეყრდნობა დაკავებულებთან შეხვედრებს.
XS
SM
MD
LG