Accessibility links

logo-print

ცხინვალში ექვს ქართველს ასამართლებენ


ცხინვალში დაიწყო ექვსი ქართველის სასამართლო პროცესი. საქმე ეხება ლამისყანელებს, რომლებიც წელს აგვისტოში დააკავეს ახალგორის რაიონის მიმდებარე ტყეში. მათ თავდაპირველად წაუყენეს ხე-ტყის უკანონოდ ჭრისა და კონტრაბანდულად გატანის, ისევე როგორც "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება. თუმცა, მოგვიანებით მათ მარტო "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება დაუტოვეს. როგორც რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა, ლაპარაკია სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის განხილვაც, ჩოჩიევის სიტყვებით, "10 და 15 წუთის საქმე არ არის" და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
XS
SM
MD
LG