Accessibility links

logo-print

პატიმრები შიმშილობის გამაფრთხილებელ აქციას გეგმავენ


არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებით, მომავალ კვირაში საქართველოს საპყრობილეებში პოლიტპატიმრები შიმშილობის გამაფრთხილებელ აქციას დაიწყებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, სამდღიანი შიმშილობა 8 დეკემბერს დაიწყება და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, 10 დეკემბერს დასრულდება. აქციის მონაწილე მსჯავრდებულები პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შეწყვეტას და ევროსაბჭოს ექსპერტებთან შეხვედრას მოითხოვენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრების შიმშილობის აქციას შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელბიც შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG