Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექაური: ბაჯელიძე უარყოფს, რომ ის გამსახურდიამ დაჭრა


ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის განცხადებით, დაზარალებული დავით ბაჯელიძე უარყოფს, რომ ის გამსახურდიამ დაჭრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. მისმა ადვოკატმა, ქეთევან ბექაურმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მოწმე ცრუ ჩვენებაშია მხილებული, რის გამოც საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს. დამატებითი მასალების საქმისთვის დართვის მოთხოვნით ადვოკატმა სამართალდამცავებს მიმართა. თავად ცოტნე გამსახურია პროტესტის ნიშნად თვეზე მეტია შიმშილობს და ამჟამად პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG